თავში

თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
თბილისში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მაგისტრალური წყალსადენისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 იანვრიდან 31 მარტამდე, მაჭავარიანის ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის მიმართულებით.

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - აღნიშნულია განცხადებაში

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system