თავში

თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში
თბილისში მოთოვს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-დან 17 იანვრამდე საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელია.

„დროგამოშვებით, მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

13-16 იანვარს თოვლს ელოდებიან საქართველოს დედაქალაქშიც. თბილისში ტემპერატურა დღისით მხოლოდ +3 გრადუსამდე გათბება. 17 იანვრიდან კი გამოიდარებს, ტემპერატურა +4, მაქსიმუმ +8 გრადუსი იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system