თავში

თბილისში მოთოვს

თბილისში მოთოვს
თბილისში მოთოვს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, თბილისში მოსალოდნელია თოვლი.

როგორც სვეტლანა ნიორაძემ Report.ge-ს განუცხადა, ხვალ და ზეგ თბილისში თოვლჭყაპს ვარაუდობენ.

"გარეუბნებსა და თბილისის შემოგარენში კი ნალექი თოვლის სახითაა მოსალოდნელი. ამ დღეებში ღრუბლიანი, ცივი და ნისლიანი ამინდი იქნება. ჰაერის დღის მაქსიმალური ტემპერატურა 16-ში და 17-ში +3-დან 5 გრადუსამდე იმერყევებს. 18 იანვარს დღისით ნალექი მოსალოდნელი არ არის. 19 იანვრიდან კი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, და მათ შორის, თბილისში ღამით მინიმალური ტემპერატურა -4 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდი, დაახლოებით, 22 იანვრამდე შენარჩუნდება," - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system