თავში

თბილისში ნოვრუზის საზეიმო ღონისძიება იმართება

თბილისში ნოვრუზის საზეიმო ღონისძიება იმართება
თბილისში ნოვრუზის საზეიმო ღონისძიება იმართება

თბილისში, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, ნოვრუზის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ტარდება.

ცერემონია ორგანიზებული იყო საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და მუზეუმის მხარდაჭერით.

სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგან, Socar Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, ყაზახეთისა და თურქმენეთის საელჩოების წარმომადგენლები, თბილისის საკრებულო, მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და რიგი სამთავრობო უწყებები.

აზერბაიჯანის ეროვნული ელემენტებით გაფორმებულ დარბაზში გამოფენილია "ნოვრუზ ხონჩა", ხალიჩები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სტუმრებს აზერბაიჯანული სამზარეულოს ნიმუშებითა და  ტკბილეულითა უმასპინძლდებიან.

სტუმრებს საშუალება აქვთ ისიამოვნონ აზერბაიჯანული ეროვნული ცეკვებით, მუსიკით, "ჯეირანისა" და "სარვანის" ანსამბლების მიერ შესრულებული აშუღური სიმღერებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system