თავში

თბილისში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე "თბილისი ენერჯი" ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO

თბილისში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე "თბილისი ენერჯი" ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO
თბილისში ორი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი ენერჯი ინფორმაციას ავრცელებს - VIDEO

თბილისში ორი ადამიანის CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე კომპანია. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ისინი „თბილისი ენერჯის“ აბონენტები არ იყვნენ და ბუნებრივმა აირმა კუსტარულად დამონტაჟებული მოწყობილობიდან გაჟონა.

„2 ადამიანი დაიღუპა თბილისში და ერთი მოიწამლა CO-თი (ცეო), საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებლის მოხმარების გამო. აღნიშნული მომხმარებლები არ იყვნენ „თბილისი ენერჯის“ აბონენტები, ხდებოდა ბუნებრივი გაზის დატაცება და კუსტარული მონტაჟი, რამაც გამოიწვია უბედური შემთხვევა. ნუ მოიხმართ მკვლელ გაზის დანადგარებს, გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას”, - ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს, ქეთევან წამებულის ქუჩაზე საცხოვრებელ ფართად გადაკეთებულ მიტოვებულ შენობაში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system