
მთაწმინდის რაიონში, ვ.პეტრიაშვილის ქუჩის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიამ გაავრცელა.
მათი თქმით, პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და სანიაღვრე ქსელი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
„მოქალაქეებს ამორტიზებული გრუნტის გზა გადაადგილებაში უშლიდა ხელს. ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ მსგავსი პრობლემის წინაშე არცერთი ქუჩის მცხოვრებელი არ დადგეს და შევუქმნათ მათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები“, - განაცხადა მან.
აღნიშნული პროექტის ღირებულება 450 000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.