თავში

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონში, ყიფშიძის N10-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, საბავშვო მოედანი და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა. დამონტაჯდა ურბანული ავეჯი და განათების ქსელი. სკვერში გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდა.

ახალი დასასვენებელი სივრცე ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან ერთად, დაათვალიერა.

სივრცე გამოვიდა ლამაზი, მწვანე, კომფორტული, სადაც არამარტო ამ კონკრეტული მისამართის მცხოვრებლებს, არამედ მიმდებარე სახლების მოსახლეობასაც შეუძლია დასვენება“, - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ემ ემიმ“ შეასრულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system