თავში

თბილისში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი

თბილისში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი
თბილისში ყინვა და თოვაა მოსალოდნელი

13 თებერვალს სინოპტიკოსები ცივ და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. 

თბილისში მოთოვს, ღამით - 3, დღისით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.

ბათუმში ღამით +1, დღისით +7 გრადუსი და წვიმა იქნება. ზუგდიდში ღამით +2, დღისით +7 გრადუსი და თოვლჭყაპია ნავარაუდევი. +2 გრადუსი სითბო იქნება ღამით ქუთაისში, დღისით კი +6. 

თელავში ითოვებს, ჰაერის ტემპერატურა ღამით - 5 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +5 გრადუსი იქნება. -3 გრადუსი და თოვლი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +7. სიღნაღში ღამით -4, დღისით კი -3 გრადუსი იქნება.

მესტიაში ტემპერატურა ღამით -12 გრადუსამდე დაეცემა, დღისით 0 გრადუსი და თოვლი იქნება. ცაგერში ღამით -1 გრადუსი, დღისით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. -11 გრადუსამდე ყინვაა და თოვლია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი -3 გრადუსი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system