თავში

თბილისში რაშიდ ბეჰბუდოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისში რაშიდ ბეჰბუდოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
თბილისში რაშიდ ბეჰბუდოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აზერბაიჯანის სახალხო არტისტისა და საქართველოს სსრ-ს დამსხურებული მოღვაწის რაშიდ ბეჰბუდოვის 106-ე წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიება გახსნა საცეკვაო სტუდია „მელიტამ“ ცეკვით „არშინ მალ ალან“. კონცერტზე ქართველმა მომღერლებმა იამზე ურუმაშვილმა და თედო გორიძემ ბეჰბუდოვის რეპერტუარიდან პოპულარული სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „მეტეხის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი გელოდი ფოცხიშვილი; საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია “ქალდეას” ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გაჩეჩილაძე. ისინი პირადად იცნობდნენ ბეჰბუდოვს და საკუთარი მოგონებები გაუზიარეს აუდიტორიას მის შესახებ. მათ თბილისში რაშიდ ბეჰბუდოვის მემორიალური დაფის დადგის წინადადებით გამოვიდნენ.

ღონისძიება მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და სოკარის მხარდაჭერით გაიმართა.

რაშიდ ბეჰბუდოვი 1915 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1987 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system