თავში

თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა - VIDEO - PHOTO

თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა
თბილისში საახალწლო სოფელი გაიხსნა - VIDEO - PHOTO

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, ასევე მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში "საახალწლო სოფელი" გაიხსნა, რომელიც დღეიდან 14 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.  

გახსნის ცერემონია ცოტა ხნის წინ გაიმართა და მას თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო.

„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში, 14 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად სხვადასხვა გასართობი ღონისძიება გაიმართება.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდა საახალწლო დეკორაციები, ინსტალაციები, (სინთეტიკური) ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, გიგანტური ზღაპრის წიგნი და მეზღაპრე, საახალწლო ბაზრობა, კვების ობიექტები, ტკბილეულობის ფესტივალი, საბავშვო ატრაქციონები, დეკორირებული ნაძვის ხე და თოვლის ბაბუის სახლი.

დღის საათებში, საახალწლო სოფელში პატარებისთვის მოეწყობა გიგანტური სანტა-კლაუსის მსვლელობა და საბავშვო-გასართობი შოუ-კონცერტები, საღამოს კი უფროსებისთვის, საესტრადო შემსრულებლების, მუსიკალური ბენდების და ელექტრონული მუსიკის წარმოდგენები გაიმართება.

საახალწლო სოფელი 14 იანვარს დიდი მუსიკალური შოუპროგრამით დაიხურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system