თავში

თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ report.ge-ს დედაქალაქის მერიიდან აცნობეს. 

მათი ცნობით, აღნიშნული ქუჩისა და გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტს ახორციელებს.  

"პროექტით განსაზღვრული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებათან მისასვლელი გზა დაიკეტება.

სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ „ბრიკორამასა“ და „აგროჰაბს“ შორის ამავალი გზით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - აღნოშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system