თავში

თბილისში საბავშვო ბაღების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში საბავშვო ბაღების დემონტაჟი მიმდინარეობს
თბილისში საბავშვო ბაღების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, 14 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟია დაგეგმილი. 

როგორც report.ge-ს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, უკვე დაწყებულია დიღმის მასივში მდებარე მე-19 საჯარო ბაგა-ბაღის დემონტაჟი, დანარჩენ 13 საბავშვო ბაგა-ბაღის დემონტაჟთან დაკავშირებით კი დოკუმენტაცია ამ ეტაპზე მზადდება. 

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დემონტაჟი შეეხება თბილისის #28; #47; #14; #125; #43; #84; #109; #6; #26; #13; #96; #50 და ვარკეთილის საბავშვო ბაღს.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის თქმით, ბაღების დემონტაჟი 2-წლიანი პროექტია და და მხოლოდ მიმდინარე წელს, 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ბაგა-ბაღების დემონტაჟის პროცესი წელს დაიწყო მომდევნო წელსაც გაგრძელდება. მათ ნაცვლად აშენდება ახალი ბაღები. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაა, რომლის მიხედვითაც ბაღები შეფასებულოი როგორც ავარიული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება მათი დანგრევისა და მათ ნაცვლად ახალი ბაღების აშენების. აღსაზრდელები გადანაწილებულები არიან ახლომდებარე ბაღებსა ან ალტერნატიულ ფართებში,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

დღესვე კახაბერ გვანცელაძემ N55, N4 და N150 ბაგა-ბაღებში მიმდინარე გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები დაათვალიერა. სამივე ბაღის გამაგრების სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, მათგან N150 ბაღმა სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განაახლა და იქ ამჟამად, გარე-პერიმეტრზე დარჩენილი სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება N55 და N4 ბაღებს, ორივე შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი გამაგრება-რეკონსტრუქციის პროექტები შედარებით გრძელვადიანია. ამ ეტაპზე ორივე ობიექტზე სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system