თავში

თბილისში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
თბილისში სამი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

„თბილისი ენერჯის“ ცნობით, დღეს თბილისის სამ უბანში კორპუსები აფეთქებას გადაურჩა.

როგორც Report.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, ბინის მეპატრონეების უყურადღებობის გამო სამი კორპუსი – დიდუბეში, საბურთალოსა და სამგორის რაიონში აფეთქდებოდა, რომ არა ყურადღებიანი მეზობლები, რომლებმაც დარეკეს 114-ზე და გაზის სუნის შესახებ მათ შეატყობინეს.

„როგორც აღმოჩნდა, ოჯახის წევრები სახლში იმყოფებოდნენ და გაზის ონკანი უყურადღებოდ ჰქონდათ დატოვებული. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა, სხვების სიცოცხლე შეიწიროთ. იფიქრეთ ბუნებრივი გაზის უსაფრთხო მოხმარებაზე“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system