თავში

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა

თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა
თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა

თბილისში, ისანი - სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს. 

"საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის დაკეტილი ბინიდან, ბუნებრივი აირის სუნი გამოდიოდა. აღნიშნულის შესახებ ცენტრს "თბილისი ენერჯის" საავარიო ჯგუფის წარმომადგენელმა განუცხადა და სახლში დაუყონებლივ შეღწევის მიზნით, სახანძრო-სამაშველო ძალების მისვლა მოითხოვა.

შეტყობინების მიღებისთანავე, მისამართზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები. მაშველებმა ბინაში შეღწევა კიბის მეშვეობით, აივნიდან დროულად მოახერხეს. ადგილზე მეხანძრე-მაშველებს დახვდათ ბუნებრივი აირის შემავალი მილი, რომელსაც არ ქონდა ჩამკეტი. არსებობდა აფეთქების საფრთხე. უმოკლეს დროში მოხდა ბინის განიავება, უსაფრთხოების წესები სრული დაცვით და კორპუსის ევაკუაცია საჭირო აღარ გახდა. ოთახების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ სახლში არავინ იმყოფებოდა და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის კორპუსში მცხოვრებ მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.

ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system