თბილისში, მუხიანში საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, მუხიანის მე-10 კორპუსში, ცეცხლი ეკიდა საოჯახო ნივთებს 15 კვადრატზე. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, არავინ დაშავებულა, ადგილზე 3 ეკიპაჟი მუშაობდა.
სალომე კაპანაძე
ავტორი