თავში

თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება
თბილისში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება

ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომელზე უარის თქმაც მერიას ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მოუწევს, მომავალ წელს გაგრძელდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქალაქის მთავრობა ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზე მუშაობს. 

„თუ ჩვენ არ მოგვიწევს თანხების შეზღუდვა და ისე გამოვალთ ამ რთული მდგომარეობიდან, მაშინ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ ინფრასტრუქრურულ პროექტებს. თუკი, პრობლემა იქნება და თანხების მიმართვა სხვა მიმართულებით გახდება საჭირო, მაშინ რა თქმა უნდა, შევწყვეტთ, არ გავაფორმებთ ხელშეკრულებებს და ეს პროექტები ვერ განხორციელდება წელს. თუმცა, არ ნიშნავს იმას, რომ სამომავლოდ არ ვაპირებთ ამ პროექტების განხორციელებას. უბრალოდ, პრიორიტეტები იცვლება არსებული რეალობიდან გამომდინარე“, - განაცხადა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system