თავში

თბილისში შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

თბილისში შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
თბილისში შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვიშვილის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების Xბ კვარტლის, მუხიანის ნაკვეთების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის და ლევან რჩეულიშვილის უჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, რუსთაველის გამზირის, ვასო აბაშიძის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ჭანტურიას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, მუხიანი II, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, მუხიანის ნაკვეთების, სამხედრო დასახლება, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, ავშნის, ევგენი ღვალაძის, რეზო გაბაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის, ქობის, ერისთავის, ბობოხიძის, ავჭალის და სერგი გორგაძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების I, II ქუჩების, ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის და პეტრე ხვედელიძის ქჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system