თავში

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ხვალ 22 მარტს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ კომპანიამ ინფორმაცია გაავრცელა. 

შედეგად, აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 22 მარტს 23:00 საათიდან 23 მარტის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, თამარ მეფის, წერეთლის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს. აბასთუმნის, ფიფიების, პასტერის, ხოშარაულის, თევდორე მღვდლის, ევდოშვილის, ქუთაისის, სამტრედიის და მიმდებარე ქუჩებს", - ნათქვამია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system