თავში

თბილისში ცოლ-ქმარი 30 ძაღლს აწამებდა

თბილისში ცოლ-ქმარი 30 ძაღლს აწამებდა
თბილისში ცოლ-ქმარი 30 ძაღლს აწამებდა

თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ერთ-ერთი საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმარს 30-მდე ძაღლი ჰყავდა დამწყვდეული და აწამებდა. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა პოლიცია და ცხოველთა მონიტორინგის სამსახური მეპატრონეებმა სახლში არ შეუშვეს. პოლიციის თანამშრომლებს კარის გატეხვა მოუხდათ.  ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა. 

მეზობლების ინფორმაციით, უკვე სამი წელია მეპატრონე ცოლ-ქმარი ცხოველებს მძიმე პირობებში ამყოფებს. 

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ანდა თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. 

ამ დროისთვის ძაღლები ცხოველთა თავშესაფარში არიან გადაყვანილები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system