თავში

თბილისში ურბანული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

თბილისში ​ურბანული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება
თბილისში ურბანული ტყის აღდგენის პროექტი გრძელდება

ურბანული ტყის აღდგენის პროექტის ფარგლებში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, „საქართველოს მატიანეს“ მონუმენტის მომიჯნავე ფერდობებზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური 10 765 ნერგს რგავს.

„ამ პროექტის ფარგლებში უკვე დაახლოებით, 6.6 ჰექტარი ტყე აღდგა. ტერიტორიაზე 10 000-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე ირგვება, ასევე, ეწყობა სარწყავი სისტემა, რათა ნერგების გახარებისა და ზრდისთვის ყველა პირობა იყოს შექმნილი“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, რომელიც დღეს სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

ტერიტორიაზე ჯამში, არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის სხვადასხვა სახეობის ხე ირგვება. კერძოდ, 2153 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 2153 ძირი კავკასიური აკაკი, 2153 ძირი ჩვეულებრივი იფანი, 2153 ძირი ჰიმალაის კედარი, 1077 ძირი ჩვეულებრივი ნუში და 1076 ძირი თრიმლი. რგვისა და სარწყავი სისტემა მოწყობის პარალელურად, ადგილზე განოყიერებული მიწის შეტანის სამუშაოც მიმდინარეობს. ამასთან, ახლადდარგული მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვაც იგეგმება.

გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი,ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system