თავში

თბილისში, ოჯახი ერთი თვეა ცხედართან ერთად ცხოვრობს

თბილისში, ოჯახი ერთი თვეა ცხედართან ერთად ცხოვრობს
თბილისში, ოჯახი ერთი თვეა ცხედართან ერთად ცხოვრობს

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

66 წლის ალა თიბისოვა, რომელიც 15 ნოემბერს გარდაიცვალა, ოჯახს ამ დრომდე არ დაუკრძალავს.

დედის ცხედართან ერთად შვილები ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ.

როგორც 38 წლის ზურაბ ბარბაქაძე განმარტავს, დედის გარდაცვალება, სავარაუდოდ, გულის შეტევამ გამოიწვია.

მისივე თქმით, ოჯახს არ უნდოდა მეზობლების შეწუხება, რის გამოც გარდაცვლილი არ დაკრძალეს.

,,15 ნოემბერს, 10 საათზე გარდაიცვალა. არ შევატყობინეთ არავის, უსახსრობის გამო, შეშინებული ვიყავით", - განაცხადა ბარბაქაძემ.

ქალის გარდაცვალების შესახებ პოლიციას ინფორმაცია მეზობლებმა მიაწოდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით დაიწყო. გამოკითხვაზე იყო გადაყვანილი გარდაცვლილის შვილიც. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

წყარო: tv პირველი

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system