თავში

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა - მერია

"თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა - მერია
თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა - მერია

"თბილსერვის ჯგუფის" გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, "თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმების და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით გადადგმულია ნაბიჯები. ასევე, გასული წლის დეკემბრიდან მოხდა "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელთა ხელფასების 20%-იანი ზრდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილია სესხი ახალი სპეცტექნიკის შეძენის მიზნით და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ტენდერი ახლო მომავალში გამოცხადდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება აქციის შეწყვეტის შესახებ და დაუბრუნდა სამუშაო რეჟიმს", - აცხადებენ მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system