თავში

თებერვალში ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას - ტიკარაძე

თებერვალში ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას - ტიკარაძე
თებერვალში ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას - ტიკარაძე

დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში "კოვაქს" პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ "კოვაქს" პლატფორმასთან, რომელიც ქვეყნის მხრიდან აუცილებლად მოითხოვს ვაქცინასთან დაკავშირებით გეგმის წარდგენას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და "კოვაქს" პლატფორმისთვის ჩვენ წარდგენილი გვაქვს გეგმა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, რაც გულისხმობს იმას, რომ თებერვლის თვეში "კოვაქს" პლატფორმიდან საქართველოსთვის ველოდებით ვაქცინის გარკვეულ მოცულობას, რომელიც შესაბამისად იქნება გადანაწილებული იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლისთვისაც ვირუსის გავრცელება ყველაზე მეტად არის რისკის შემცველი" - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system