თავში

"თეგეტა მოტორსის" თანამშრომლების PCR ტესტის პასუხი ცნობილია

"თეგეტა მოტორსის" თანამშრომლების PCR ტესტის პასუხი ცნობილია
თეგეტა მოტორსის თანამშრომლების PCR ტესტის პასუხი ცნობილია

„თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით და ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, 10 ივნისს, კომპანიის 350-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსის (Covid 19) გამოსავლენი ტესტი. ვირუსი არ დაუდასტურდა არცერთ მათგანს.

კომპანიის ინფორმაციით, ამასთანავე, კომპანიის ის თანამშრომლები რომლებიც უშუალო კონტაქტში იმყოფებოდნენ ინფიცირებულთან, გადაყვანილნი იქნენ კარანტინში და დამატებით ჩაუტარდათ ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. 12 ივნისს, PCR ტესტირების შედეგად "თეგეტა მოტორსის" არც ერთ სხვა თანამშრომელს არ დაუდგინდა კორონავირუსი (Covid 19).

 „თეგეტა მოტორსი“, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც ფილიალების, ასევე სათავო ოფისის და შენობა-ნაგებობების დეზინფექცია. უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, "თეგეტა მოტორსის" თანამშრომლებს 5-ჯერ ჩაუტარდათ ტესტი კორონავირუსზე. კომპანიის თანამშრომლები სრულად არიან უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით. აქედან გამომდინარე, "თეგეტა მოტორსის" ფილიალები აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, "თეგეტა მოტორსის" იურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. კომპანიის ცნობით, ახალგაზრდა ქალი ცენტრალურ ოფისში მუშაობდა და მას კლიენტებთან კონტაქტი არ ჰქონდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system