თავში

"თეგეტა მოტორსში" თანამშრომლების PCR კვლევის პასუხებს ელოდებიან

"თეგეტა მოტორსში" თანამშრომლების PCR კვლევის პასუხებს ელოდებიან
თეგეტა მოტორსში  თანამშრომლების PCR კვლევის პასუხებს ელოდებიან

"თეგეტა მოტორსში", სადაც თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მასთან კონტაქტში მყოფი პირების კვლევის პასუხებს ელოდებიან. 

ინფიცირებული ბოლო 24 საათში დადასტურებული შემთხვევებიდან ერთ-ერთია და მისი ინფიცირების წყარო ცნობილია. პაციენტი ე.წ საბურთალოს კლასტერს განეკუთვნება. 

როგორც report.ge-ს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალი იურისტის პოზიციაზე, ცენტრალურ ოფისში მუშაობდა და მას კლიენტებთან კონტაქტი არ ჰქონდა. 

კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსის, თორნიკე გურულის ცნობით, სიმპტომბის გამოვლენის შემდეგ, 1 კვირის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. 

ასევე, თვითიზოლაციაში იმყოფებიან მასთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლებიც. მათ კორონავირუსზე სწრაფი ტესტი უკვე ჩაუტარდათ და ყველა პასუხი უარყოფითია, ხოლო PCR კვლევის პასუხს ხვალ ელოდებიან. 

"თეგეტა მოტორსის" ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც მუშაობდა ცენტრალლურ ოფისში, ეწეოდა საოფისე საქმიანობას და არანაირი შეხება არ ჰქონდა კლიენტებთან, COVID-19 დაუდასტურდა. ის ბოლო 1 კვირის განმავლობაში არ დადიოდა სამსახურში და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ყველა თანამშრომელს, რომელსაც 7 დღით ადრე ჰქონდა მასთან რაიმე ტიპის კონტაქტი, ჩაუტარდა ტესტირება. ისინი 2 კვირით იმყოფებიან თვითიზოლაციაში, რადგან 2 კვირა არის დაკვირვების ვადა და აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი მონაცემი" - განაცხადა კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თორნიკე გუგურლმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system