თავში

ტექდათვალიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ლიცენზია - კალაძე

ტექდათვალიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ლიცენზია - კალაძე
ტექდათვალიერება აუცილებელია,  წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ლიცენზია - კალაძე

ტექდათვალიერება არის სავალდებულო იმ ტაქსის მძღოლებისთვის, რომელთაც აქვთ ლიცენზია, ამ პირობის შეუსრულებლობა, წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან თანაშრომლებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია იქონიონ თაქსის მძღოლებთან, იმისთვის, რომ მათ სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ პროცდურისა და ვადების შესახებ. 

„მინდა ვაცნობო ამ პირებს, რომლებიც მომსახურებას ეწევიან, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა, ანუ ტექდათვალიერების არგავლა, წარმოადგენს ტაქსის ნებართვის გაუქმების წინაპირობას. ჩვენ ამ პანდემიის პირობებში მათ მივეცით შესაძლებლობა, რომ ამის აუცილებლობა არ ყოფილიყო. ტექდათვალიერებების გადავადება მოხდა. თუმცა დღეს არის იმის დრო, რომ იმ ტაქსის მძღოლებმა, ვინც ლიცენზიას ფლობს, აუცილებელია, გაიარონ ტექდათვალიერება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება და ლიცენზია. ჩემი თხოვნა იქნება, კომუნიკაცია გქონდეთ ტაქსის მძღოლებთან, სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოთ კონკრეტული ვადების შესახებ, შემდეგ ისე არ აღმოჩნდეს, რომ ვიღაცამ რაღაც არ იცოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system