თავში

თელაველი ბიჭია, დიდი ხანია მეც მთხოვს იგივეს - ვის შესახებ წერს ბიძინა კულუმბეგოვი

თელაველი ბიჭია, დიდი ხანია მეც მთხოვს იგივეს - ვის შესახებ წერს ბიძინა კულუმბეგოვი
თელაველი ბიჭია, დიდი ხანია მეც მთხოვს იგივეს - ვის შესახებ წერს ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყნებს. არასრულწლოვანი პედიატრს სთხოვს, რომ გამონაკლისი დაუშვან და Pfizer-ის ვაქცინით აცრან.

"ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ (13 წლის მოზარდი)

გამარჯობათ ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში.

დედა მყავს ინსულტგადატანილი ვაქცინირებულიც სინოფარმის 1 დოზით, მაგრამ მეშინია რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ Pfizer-ით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის... თქვენი დიდი იმედი მაქვს პატივისცემით მადლობა!" - აღნიშნულია თემურ მიქელაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

მიქელაძის პოსტს სოციალურ ქსელში ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გამოეხმაურა:

"ეს პროაქტიური და ძალიან გონიერი 13 წლის თელაველი ბიჭია, ნეტა მისი განათლება და ინტელექტი ბევრს ჰქონდეს. მეც მთხოვს იგივეს დიდი ხანია :)))" - დაწერა ალერგოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თემურ მიქელაძემ გამონაკლისის სახით, კონკრეტული დიაგნოზის მქონე 12 წლის პაციენტი Pfizer-ის ვაქცინით აცრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system