
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი კორონავირუსით გამოწვეული გართულების შედეგად გარდაიცვალა.
ექიმი-ტრანსფუზიონისტის, მარინე ნოზაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საავადმყოფოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"სამწუხაროდ კორონა ვირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა…
თელავის ცენტრალური საავადმყოფო, ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად სამედიცინო საზოგადოებას, ჩვენი ექიმი- ტრანსფუზიონისტი მარინე ნოზაძის გარდაცვალებას" - აღნიშნულია ინფორმაციაში.