თავში

თელავში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

თელავში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა
თელავში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

გავრცელებული ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. შუახნის ქალს კოვიდინფექცია PCR ტესტირებით დაუდასტურდა. 

პაციენტს თელავის რაიონული საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ადგილობრივი შემთხვევა არ არის.

შუახნის ქალი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთ-ერთია, რომლის წყაროც ამ დროისთვის უცნობია.

სოფელში უკვე მუშაობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი წყაროს დასადგენად და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 911 გახდა. შვიდით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 768 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system