თავში

თელავში პოლიცია გაუჩინარებულ დებს ეძებს

თელავში პოლიცია გაუჩინარებულ დებს ეძებს
თელავში პოლიცია გაუჩინარებულ დებს ეძებს

თელავში პოლიცია ორ გოგოს ეძებს. 13 და 14 წლის მოზარდები რამდენიმე საათის წინ გაუჩინარდნენ.

დები ლიკა და მარიამ დემინაშვილები, რომლებიც სოფელ შაქრიანში ცხოვრობენ და თელავში ბებიასთან სტუმრად იმყოფებიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც ბებიამ გაიგო, რომ მოზარდები თბილისში წასვლას გეგმავდნენ, მიკროავტობუსში თავად ჩასვა და სოფელში გაუშვა. არასრულწლოვნები სამარშრუტო ტაქსიდან თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოვიდნენ. მათი კვალი აქ იკარგება.  

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. 

როგორც reprot.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. მათი ცნობით, პოლიცია ინტენსიურ რეჟიმში ატარებს საგამოძიებო ღონისძიებებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system