თავში

თელავში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თელავში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა
თელავში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თელავის სოფელ რუისპირში ძლიერი წვიმის დროს საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. სახლში ამ დროს ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ის ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. 

სამაშველო სამსახურის ჯგუფმა და მეზობლებმა ემა ლომიძე შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანეს. მას ალტერნატიული ფართის დაქირავება კიდევ ერთხელ შესთავაზეს. აქამდე, 68 წლის ქალი აცხადებს, რომ შემოთავაზებული თანხით სახლის დაქირავებას ვერ შეძლებს და ღამის ნათესავებთან გათევას აპირებს. 

მერიაში ამბობენ, რომ ქალს უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა რამდენჯერმე შესთავაზეს, თუმცა ემა ლომიძე შეთავაზებაზე უარს აცხადებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system