თავში

თელავში, სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავში, სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
თელავში, სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა სკოლაში არ გამოვლენილა, თელავში კი მოსწავლეს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი, - ამის შესახებ Report.ge-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული მოსწავლის კონტაქტები გამოვლენილია, ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. 

"გურჯაანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა სკოლაში არ გამოვლენილა, ჩვენ გვქონდა ეჭვი, თუმცა კვლევის შედეგებით არ დადასტურდა ვირუსი და შესაბამისად ზომებიც არ მიგვიღია, რაც შეეხება თელავს, თელავში მოსწავლეს ნამდვილად დაუდასტურდა კორონავირუსი, თელავის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის მიერ ჩატარდა ეპიდკვლევა და ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა კონტაქტები და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ამ კლასის ბავშვები იყვნენ კონტაქტირებულები, რომლებიც გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში და ეს კლასი გადასულია სწავლის ონლაინ რეჟიმზე. სხვა კლასები ჩვეულებრივად საკლასო რეჯიმში განაგრძობენ სწავლას", - განუცხადა Report.ge-ს ნელი ხიზანიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system