თავში

"ტელეიმედი" და "სტუდია მაესტრო" 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

"ტელეიმედი" და "სტუდია მაესტრო" 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ
ტელეიმედი და სტუდია მაესტრო 2500-2500 ლარით დაჯარიმდნენ

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია "იმედი" და "სტუდია მაესტრო" 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა, "ტელეკომპანია ქართულ არხს" კი გაფრთხილება მისცა.

 "ტელეიმედმა" და "სტუდია მაესტრომ" ეთერში 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, წინასაარჩევნო დებატები არ განათავსეს, ხოლო "ტელეკომპანია ქართული არხის" ეთერში დებატებთან ერთად, არც პოლიტიკური გადაცემები გასულა, რითაც საქართველოს კანონმდებლობა დაარღვიეს.

"მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, საერთო მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში, რათა მოხდეს მაყურებლის ინფორმირება.

გამომდინარე იქიდან, რომ "ტელეიმედი" და "სტუდია მაესტრო" ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღნიშნული კანონდარღვევისთვის უკვე გაფრთხილებული იყვნენ, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს ჯარიმის სახით 2500-2500 ლარი დააკისრა. რაც შეეხება "ტელეკომპანია ქართულ არხს", ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაუწყებელს მსგავსი დარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად, მაუწყებელმა წერილობითი გაფრთხილება მიიღო", – აღნიშნულია კომუნიკაციების ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system