თავში

"თელმიკო" აბონენტებს ცვლილების შესახებ აფრთხილებს

"თელმიკო" აბონენტებს ცვლილების შესახებ აფრთხილებს
თელმიკო აბონენტებს ცვლილების შესახებ აფრთხილებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ამის შესახებ „თელმიკოს“ კლიენტთა მომსახურების სამსახურის უფროსმა, თეა ნოზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადახდას მოსახლეობა ქვითრის მომზადებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებს.

„გადახდის საბოლოო თარიღი დაფიქსირებული იქნება ქვითარში ისევე, როგორც ეს ხდებოდა აქამდე. ხოლო პენსიონრები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ. აღნიშნული ცვლილებების, გამო მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადი არ გაეზრდება.

ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახები ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ყოველი თვის 22 რიცხვამდე შეძლებენ. აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული.

მნიშვნელოვანია, რომ პირველად მრიცხველების ერთიანი წაკითხვა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს განხორციელდება. შესაბამისად დეკემბერი - გარდამავალი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც, "თელმიკოს" აბონენტების ნაწილი მიიღებს ელექტროენერგიის 2 ქვითარს. პირველ ქვითარს მომხმარებლები ჩვეულ დროს მიიღებენ და მასში ასახული იქნება ელექტროენერგიის წინა თვის გადასახადი, ანუ ნოემბერის და ნაწილობრივ დეკემბერის. მეორე ქვითარს აბონენტები მიიღებენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში და მასში ასახული იქნება დეკემბრის დარჩენილი დღეების გადასახადი. გამონაკლისს წარმოადგენენ, მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც სტანდარტულად თვის ბოლოს იღებენ ქვითარს, მათთან მხოლოდ ერთი ქვითარი იანვრის დასაწყისში მივა და მასში ასახული იქნება დეკემბრის თვის გადასახადი", - განაცხადა თეა ნოზაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system