თავში

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს

"თელმიკო" განცხადებას ავრცელებს
თელმიკო განცხადებას ავრცელებს

"თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია" (თელმიკო) განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, ორი ქვითარი "თელმიკოსგან" დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავს.

"ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა თელმიკოს ორი ქვითარი მიიღო. 

ერთი ქვითარი მოსახლეობამ ჩვეულ დროს მიიღო, ხოლო მეორე ქვითრის გაგზავნა მოხდა, იმის შემდეგ რაც კომპანია თელასმა დეკემბრის ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ აიღო ჩვენება. 

შესაბამისად, მეორე ქვითარი დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯს ასახავდა. 

მაგალითად: თუ პირველ ქვითარი მიიღეთ 20 დეკემბერს, მასში ასახული იყო ელექტროენერგიის ხარჯი 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ჩვენება 30 დეკემბერს აიღეს, შესაბამისად მეორე ქვითარი ასახავდა 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯს. 

ჯამში ორივე ქვითარი დეკემბრის სრულ ხარჯს ასახავს. 

მეორე ქვითრის გადახდის ვადა, სემეკის მიერ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, არის 15 კალენდარული დღე.

დეკემბრის თვეში ორი ქვითრის დაგზავნის აუცილებლობა დადგა, თვის სრულად დახურვის საჭიროებით, ვინაიდან იანვრიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ ყოველი თვის დასაწყისში მიუვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system