თავში

თემქაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - PHOTO

თემქაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თემქაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია - PHOTO

თბილისში, თემქაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა განაცხადა. 

ოთარ კერესელიძის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

"იწვოდა ხის საამქრო. ადგილზე მუშაობდა 14 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე. მეხანძრეების დროული რეაგირების შედეგად მოხდა დროული ლიკვიდირება. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა", - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system