თავში

თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზეა

თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზეა
თემურ წიკლაური მართვით სუნთქვაზეა

ცნობილ ქართველ მომღერალსა და მსახიობს თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

როგორც report.ge-ს მომღერლის მეგობარმა, ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ განუცხადა, თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა ამ წუთისთვის სტაბილურად მძიმეა.

,,სამწუხაროდ, კოვიდინფექცია გართულებულ ფორმებში წარიმართა და ჯერ-ჯერობით ეს შედეგი გვაქვს, რამდენიმე თვის წინ შუნტირების ოპერაციაც გაიკეთა და ალბათ ამანაც იმოქმედა მის ორგანიზმზე. სამწუხაროდ უგონოდაა. არაფერს აკლებენ მისი მკურნალი ექიმები, მეგობრები, ყველა ბოლომდეა მობილიზებული და რამდენიმე დღეში კონკრეტული შედეგებიც გვეცოდინება", - განუცხადა report.ge-ს ბესო ჩუბინიძემ. 

75 წლის მომღერალი კოვიდინფექციას რამდენიმე დღეა ებრძვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system