თავში

თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს მიმართავს

თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს მიმართავს
თენგიზ ცერცვაძე პრეზიდენტს მიმართავს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, პრეზიდენტს ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.

,,თქვენო აღმატებულებავ, ქალბატონო პრეზიდენტო, უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ გამოხატული ყურადღებისა და თანადგომისათვის ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აგრეთვე ჩვენი მოკრძალებული საქმიანობის პოზიტიური შეფასებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და სრული მხარდაჭერა თქვენს უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. 

დღეს ჩვენი ქვეყანა დგას უდიდესი გამოწვევების (მათ შორის პანდემიის) წინაშე და თქვენი, როგორც პრეზიდენტის და პიროვნების ფაქტორი ამ გამოწვევების წარმატებით დაძლევაში მნიშვნელოვანია", - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, თენგიზ ცერცვაძეს პოსტი მიუძღვნა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system