თავში

თენგიზ ცერცვაძე: ვემუდარები ყველას, ეს არ გააკეთონ

თენგიზ ცერცვაძე: ვემუდარები ყველას, ეს არ გააკეთონ
თენგიზ ცერცვაძე: ვემუდარები ყველას, ეს არ გააკეთონ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, რომ მათ ვისაც აქვთ რესპირატორული ინფექციის სულ მცირე სიმპტომიც კი, ამის შესახებ ინფორმაცია არ დამალონ და აუცილებლად ჩაიტარონ კორონავირუსზე ტესტირება. 

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თქმით, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის, დროული ტესტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,აბსოლუტურად ყველამ, ვისაც აქვს სულ მცირე სიმპტომი რესპირატორული ინფექციის ან აქვს რაღაც რისკის ქცევა, იმყოფებოდა კონტაქტში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთან ან იყო უცხოეთში - ჰყავდა უცხოელი სტუმარი, ან იმყოფებოდა ხალხმრავალ შეკრებაზე, სადაც დაფიქსირდა კორონავირუსის შემთხვევა, ამ ადამიანებმა აუცილებლად მოკლე დროში უნდა ჩაიტარონ ტესტირება. პასუხი იქნება ყველაზე გვიან 48 საათში, გამორიცხულია, რომ ვინმემ ეს დამალოს. 

მინდა ვთხოვო ყველას, ვემუდარები ყველას, რომ ეს არ გააკეთონ, ეს არის ყველაზე ცუდი რამ რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს. სამწუხაროდ, იყო ერთეული შემთხვევები, არ განაცხადა პიროვნებამ რომელმაც იცოდა, საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა, მაგრამ მანამდე მან რამდენიმე ადამიანი დააინფიცირა", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 13 521-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7159-ს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 პაციენტი. სულ გარდაცვლილია 109 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system