თავში

თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის კლასტერს ავცდით

თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის კლასტერს ავცდით
თენგიზ ცერცვაძე: ახალი წლის კლასტერს ავცდით

"24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალი წლის კლასტერს ავცდით", - ამის შესახებ პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ შეიძლება შემობრუნებულიყო ინფიცირებულთა რაოდენობის მატება, თუმცა ასე არ მოხდა.

"ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რომ არა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system