თავში

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს
თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს

არ იქნება კარგი თუ ყველა აირჩევს „ფაიზერს“, მაგრამ რა ვქნათ, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანის ნების გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში „ფაიზერის“ ვაქცინა სწრაფად ამოიწურება და დანარჩენი მოსახლეობა მაინც იძულებული გახდება „ასტრაზენეკას“ ან ჩინური ვაქცინით აიცრას.

„ფაიზერი“ გაიხარჯება ძალიან ჩქარა, მერე მაინც „ასტრაზენეკა“ დარჩება და დანარჩენები უბრალოდ იძულებული იქნებიან, „ასტრაზენეკათი“ აიცრებიან, ან ჩინურით, ან დაელოდონ, ივნისში „ნოვოვაქსის,“ შემოსვლას - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს.

„ორი საბჭოა -ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system