თავში

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია

თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია
თენგიზ ცერცვაძე: ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია

ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია, ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო, ეს გამორიცხულია“, – ამის შესახებ  განცხადება ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა. მისი თქმით მიუხედავად რისკებისა ის არ აპირებს სამსახური და მითუმეტეს კონკრეტული განყოფილება მიატოვოს. 

„ჩემი სამუშაო კაბინეტი ბოქსირებულ განყოფილებაშია. ეს არის განყოფილება, სადაც თავსდებიან ყველაზე საშიში ინფექციებით ავადმყოფები.

ამ დროს, მთელი ჩემი სამსახური მეხვეწება, გადადი სხვა განყოფილებაშიო. ეს გამორიცხულია, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ის იყო, რომ ასეთი ინფექციების წინააღმდეგ მებრძოლა და სახეში შემეხედა ასეთი რისკისთვის.

როგორ, ეს მივატოვო და წავიდე სხვაგან?! ეს გამორიცხულია! ცუდი სიტყვაა, მაგრამ ძალიან დიდი აზარტიცაა ამაზე მუშაობა“, -განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system