
თბილისის ინფექციური პათოლოგიერბისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოლეგა ექიმებს წერილით ეხმაურება და ამბობს, რომ სამედიცინო სფეროს ბევრი მუშაკი ოპონირების რეჟიმშია ჩამდგარი, რაც საერთო მდგომარეობას არ წაადგება.
მისი თქმით, ეს ადამიანები მოსახლეობას ამყოფებენ მუდმივ სტრესში, უნერგავენ უნერგავენ უნდობლობას ქვეყნის ხელმძღვანელობისა და ექიმების მიმართ და უბიძგებენ მათ მცდარი, ხშირად მათივე ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის უკიდურესად საზიანო ქმედებებისკენ.
"მახსოვს, როგორი კმაყოფილებით და ზარზეიმით შეხვდნენ ჩვენი ოპონენტები ცნობას, რომ რემდესივირმა ერთ-ერთ კვლევაში სათანადო ეფექტი ვერ უჩვენა. შე კარგო ადამიანო, რა გიხარია, რა არის აქ სასიხარულო? რემდესივირს ხომ მთელი მსოფლიო იმედის თვალით შეჰყურებდა და ჯერაც შეჰყურებს და რა არის კარგი იმაში, თუ ეს იმედი დასამარდება. ჩვენი ოპონენტების უკიდურესად დესტრუქციული და სინამდვილეს აცდენილი ინსინუაციები და ტყუილები სამწუხაროდ სრულიადაც არ არის უწყინარი. მას სერიოზული ზიანი მოაქვს ავადმყოფებისთვის და მოსახლეობისთვის", - ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის წერილში.