თავში

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს
თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მადლობას უხდის ყველას, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. 

ცერცვაძის თქმით, ამ ეტაპზე მკურნალობას სახლში განაგრძობს.

„მადლობა ყველას!…მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მირეკავს და შეტყობინებას მიგზავნის- აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა, ბოდიში მოვუხადო, მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ- ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას- მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ, სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემ გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით- 37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით. ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ, პერიოდულად, აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ. იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“, – აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციაში, რომელიც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გვერდზე გავრცელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system