თავში

თენგიზ ცერცვაძე: გარდაცვალების შემთხვევები იქნება

თენგიზ ცერცვაძე: გარდაცვალების შემთხვევები იქნება
თენგიზ ცერცვაძე:  გარდაცვალების შემთხვევები იქნება

ლეტალური შედეგი აუცილებლად იქნება, თუმცა მაჩვენებლები ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებში,-ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა გააკეთა. თენგიზ ცერცვაძის თქმით რთულია იმის პროგნოზირება თუ როდის დამთავრდება ვირუსის გავრცელება. თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსს გავრცელების პიკი ქვეყანაში 2-3 კვირაში დადგება, შემდეგ კი ინფიცირებულთა შემთხვევები იკლებს.

"ჩემი პროგნოზით ინფექციის რაოდენობა მოიმატებს, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც გვიწერია 0, ეს არის გარდაცვალების შემთხვევები, მაგრამ შევინარჩუნებთ დისტანციას ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან, ანუ ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, მაგრამ იქნება ასეულები, და არა ათასეულები. როდის დამთავრდება და როგორ მოვერევით, არავინ იცის როგორ მოიქცევა კორონავირუსი, რადგან ახალი ვირუსია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system