თავში

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია
თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეოთხე პაციენტის სიცოცხლეს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, დღევანდელი მდგომარეობით, არაფერი ემუქრება, თუმცა ის ინტენსიურ დაკვირვებას საჭიროებს.

„უკვე იცით, რომ გუშინ დილით შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, 44 წლის მამაკაცს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი. ეს არის რიგით მეოთხე დადასტურებული შემთხვევა. გუშინ დილით პაციენტმა თვითონ მიმართა კლინიკას, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზულია. ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს ერთგვარი ვერაგობა, თუ მაგალითად, თავიდან გრიპი იწყება მძიმედ, ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია, მსუბუქი ან საშუალო სიხშირის დასაწყისი და პირველი კვირის მანძილზე სერიოზულად დამძიმება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობით, მას არაფერი ემუქრება, მაგრამ ის საჭიროებს ინტენსიურ დაკვირვებას, რათა არ დამძიმდეს მდგომარეობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

ირველად ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

მესამე ინფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გუშინ, კი, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

სართო ჯამში, დაკვირვების ქვეშ 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

საკარანტინო დაწესებულებაში რჩება 162 ადამიანია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system