თავში

თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა

თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა
თენგიზ ცერცვაძე - ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა

თავიდან, როცა პანდემია იწყებოდა, მეტი იყო რისკის მოლოდინი, არავინ ვიცოდით, რა კანონზომიერებებით განვითარდებოდა პანდემია და იყო საფრთხე იმისა, რომ საგანგებო ზომების გარეშე დაავადებას საქართველოში მასიური გავრცელების სახე მიეღო", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სამთავრობო გუნდიც და ექიმებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის და არ მოითხოვს საგანგებო ზომებს, როგორიცაა ჩაკეტვა.

"ახლა მთელმა მსოფლიომ შეიძინა გამოცდილება, მათ შორის ჩვენ, თუ რა შემთხვევაში რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. ამ გამოცდილების საფუძველზე, ექიმებიც და სამთავრობო გუნდიც ვთვლით, რომ ამ მოცულობის მატება ზოგიერთ ლოკალიზაციაზე, არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნისთვის, არ მოითხოვს საგანგებო ზომებს და ჩაკეტვას. ქვეყანამ ისწავლა პანდემიის მართვა, მათ შორის კლინიკური სექტორი გაცილებით უფრო მომზადებულია და დღეში ორი, თუ სამი ათეული შემთხვევა არ წარმოადგენს კლინიკური სექტორისთვის რაიმე დიდ დატვირთვას. ჩვენ ბოლო თვენახევრის განმავლობაში სულ ორი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system