თავში

თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ამირან გამყრელიძე - ვინ გახდა "საპატიო თბილისელი"

- ვინ გახდა "საპატიო თბილისელი"
თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, ამირან გამყრელიძე - ვინ გახდა საპატიო თბილისელი

"თბილისობა 2020" განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს. ტრადიციული შეკრებები, რომელიც ყოველ შემოდგომას იმართება, კონცერტმა ჩაანაცვლა, რომელსაც მაყურებელი მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით, დისტანციურად ადევნებს თვალს. 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ "საპატიო თბილისელის" წოდება ცხრა ექიმს და გურამ დოჩანაშვილს გადასცა.

"გილოცავთ თბილისობას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ეს ქალაქი. ვულოცავ მათ, ვინც ქმნიდა თბილისის ისტორიას, ვინც დღეს ზრუნავს მის ყოველდღიურობაზე და ამით ქმნის ამ ულამაზესი ქალაქის მომავალს. განსაკუთრებით მინდა მივულოცო წლევანდელი თბილისობა ადამიანებს, რომლებიც ახლა უცნაურ ვირუსს ებრძვიან. მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ ისინი მარტო არ არიან ამ ბრძოლაში.

მათ გვერდით არის სახელმწიფო და ქართველი მედიკოსები, რომლებიც არასდროს მარცხდებიან.

არაფერია იმაზე საპატიო მისია, იდგე ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე. ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლის უსაფრთხოებას. სწორედ იმის გაცნობიერება, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ერთმანეთის მიმართ გვაძლევს ძალას და შემწეობას, ერთად გავუმკლავდეთ სირთულეებს და დავინახოთ სინათლის სხივი, რასაც აქამდე ვერ ვხედავდით ან უბრალოდ, არ გვინდოდა გვეძებნა", - განაცხადა კახა კალაძემ

- თენგიზ ცერცვაძე

- მარინა ეზუგბაია

- პაატა იმნაძე

- ლევან რატიანი

- მარინა ენდელაძე

- დავით გადელია

- ელზა ვაშაკიძე

- ლევან გოფოძე

- ამირან გამყრელიძე

- გურამ დოჩანაშვილი

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელს მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system