თავში

თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის პიკმა გადაიარა

თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის პიკმა გადაიარა
თენგიზ ცერცვაძე: პანდემიის პიკმა გადაიარა

"აქტიური ინფექციის 30 000 შემთხვევა იყო ყოველდღე. ჯანდაცვის სექტორმა სერიოზულ ზეგადატვირთვას გაუძლო. მართალია, იყო გარკვეული შეფერხებები, პრობლემები, საბედნიეროდ, პიკმა გადაიარა", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით ახალი შემთხვევების რაოდენობა 3-ჯერ, 4-ჯერ შემცირდა. 

"თუ იყო 5 000-მდე დღეში, ახლა სადღაც 1 000-დან 2 000-მდეა. იყო იმის მოლოდინი და შიში, წინასაახალწლოდ შეზღუდვების ერთკვირიანი მოხსნა ხომ არ გამოიწვევდა ისევ შემობრუნებას უკან, ე.წ. მესამე ტალღის დასაწყისს. ჯერჯერობით, ამ შეზღუდვების მოხსნის პერიოდიდან უკვე გავიდა 10-12 დღე და არ ფიქსირდება ასეთი ზრდა.

როგორც ჩანს, ახალი წლის წინა პერიოდში მოსახლეობა უფრო მობილიზებული იყო და უფრო მეტად იცავდა რეგულაციებს, ვიდრე მანამდე. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის, ჯანდაცვის სამინისტროს და ჩვენი ექიმების ამოცანაა, როდესაც მივაღწევთ, მნიშვნელოვან შემცირებას და მოიხსნება შეზღუდვები, იმ მოხსნილი შეზღუდვების პირობებში შევინარჩუნოთ ის შემცირებული რიცხვი. ამისთვის აუცილებელი იქნება, რომ დავიცვათ ის რეგულაციები, რომლის შესრულებაც ვისწავლეთ როგორც იქნა – ეს არის პირბადის აუცილებელი ტარება დახურულ და ღია სივრცეში, ეს არის სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. არ ვიცი, შეზღუდვები როდის მოიხსნება, მაგრამ მოიხსნება, თუმცა რეგულაციები უნდა დარჩეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პირველ არხთან ინტერვიუში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system