თავში

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მიიღებს "ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მიიღებს "ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო მიიღებს ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას

"მთელი ქვეყნის და ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევით, იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას", - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანა, სავარაუდოდ, ვაქცინის პირველ პარტიას აპრილის დასაწყისში მიიღებს. განსაზღვრულია რისკ-ჯგუფებიც.

"პირველ რიგში, ეს იქნება ჯანდაცვის მუშაკები, ასევე ხანდაზმული და თანხმლები დაავადებების მქონე პირები, რასაც გასწვდება ვაქცინის ეს პირველი პარტია. ხოლო შემდეგი პარტიების დროს, ამოცანაა მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტი მაინც აიცრას. 60 პროცენტის აცრა ნიშნავს უკვე გაჯერებულ იმუნიტეტს, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა იქნება მინიმალური", - თქვა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system